ქართული ენა სწრაფი მეთოდით მოდული 1

2 ივლისიდან პოლიკულტურული ცენტრის ბაზაზე (მოსკოვი) იწყება ერთკვირიანი კურსები ქართულ ენაში

სწავლება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შესაძლოა სხვა სქემაც

სწავლების ძირითადი შემადგენელი: ზეპირი ხმამაღალი მეტყველება;
მიზანი: ხმამაღალი მეტყველების ჩვევის გამომუშავება, არტიკულაციის შეჩვევა;
ამოცანები: დახმარება სხვა ენაზე გადასვლის ბარიერის გადალახვაში;
აქტიობა: ქართული სიტყვების უწყვეტი ხმამაღალი წარმოთქმა შემუშავებული სქემის მიხედვით წარმოადგენს საკმარის ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას.

კურსები შეიცავს პირველ მოდულს და განკუთვნილია ქართულის ფლობის ნულოვანი დონისათვის.
სასარგებლოა მათთვისაც, ვინც პასიურად ფლობს ენას, მაგრამ არ აქვს მეტყველების ჩვევა და არ არის დარწმუნებული საკუთარ ჩვევაში.
თუმც კი მასალა არ შეიცავს რთულ ერთეულებს.

ერთ ჯგუფში შესაძლოა 5-10 მომეცადინეს გაერთიანება.

ჯგუფში ჩაწერა შეგიძლიათ პოლიკულტურულ ცენტრში, ტელ.: +7(495)614-0118, ელ.ფოსტა: pulikulturnyj@mail.ru
ან მობილურზე: +7-964-623-3391, email: badrikutelia@gmail.com

ანალოგიური იფორმაცია არის დიასპორულ საიტებზეც: http://civiclab.narod.ru/civic/qk_georeader/index_r.htm или http://www/mgz.ru

მთავარი კურსებისათვის არის არა ენობრივი ცოდნის მიღება, არამედ მეტყველების ჩვევის შემუშავება.
პირველი დღის მეცადინეობა უფასოა, გარკვევთ,მისაღებია თუ არა თქვენთვის მსგავსი კურსები.
ეს ინტენსიური კურსი მოიცავს ორთვიანი - კვირაში სამჯერ, ან ოთხთვიანი - კვირაში ერთხელ - სწავლის 26 გაკვეთილს.
ინტესიური სწავლების პირველი მოდული კი გრძელდება 5 დღე. 26 ჩვეულებრივი მეცადინეობა დაახლოებით 15 რ.რუბლზე მეტი ღირს
ინტერნეტის რბილი ფასების მიხედვით ($300+). ინტენსიურ კურსებზე კი დანახარჯი 5-ჯერ ნაკლებია, სხვასთან ერთად დროითიც.

არ ვსწავლობთ ფონეტიკას, გრამატიკას, მაგრამ პირველი მოდული მოიცავს:
ფონეტიკას: (ბგერები, ასოები, მახვილი, ინტონაცია),
გრამატიკას: (ნაცვალსახელი, არსებითი,ზმნა, ზმნისწინი, პირიანობა, მხ./მრ. რიცხვი, ქცევა, აწმყო, კითხვა-პასუხი),
ლექსიკას: (პირის, კუთვნილებით, კითხვითი ნაცვალსახელები, ძირითადი არსებითი სახელები, ძირითადი ზმნები სხვადასხვა
ფორმით - ყოფნა (არსებობა), ყოფნა (სტატუსი), ქონა, ყოლა, ყოფნა (სადმე); ცოდნა-ცნობა (ნაცნობობა); რქმევა; სიარული, ჯდომა;
ცხოვრება, ქრობა, თბობა, კითხვა; წყურვილი, მოშიება (შიმშილი); სიცივე, ძილი და სხვ.).

მთავარი მაინც მეტყველების ჩვევაა, რაზეც გამიზნულია კურსები. ამისათვის გვაქვს 10-15 საათი მიყოლებითი 5 დღის განმავლობაში.
დაგვიკავშირდით!

 

Hosted by uCoz