NY Meeting
martpale
 

საქართველო იქნება მთლიანი
ცივილიზებული კეთილი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა
უკეთესი მსოფლიოს ნაწილი


 
 

საზოგადოებრივი ლაბორატორია
2010 წლის 19 დეკემბერი, კვირა, 16:00
შეხვედრა თემაზე:
”ქართულის გაკვეთილები და საზოგადოებრივ-კულტურული კავშირები”

დღის წესრიგი:
1) ენა - დიასპორა - მიმღები გარემო
2) ქართული მენტალური რევოლუცია და საქართველოს მეზობლები
3) ქართულ-რუსული ახალი ურთიერთობები - შესაძლებელია თუ არა და როდის
4) დიასპორის მიმდინარე პრობლემები

კვირა, 19 დეკემბერი, 2010 წ., 16:00
პოლიკულტურულ ცენტრში - (მეტრო ბელორუსსკაია) პრავდის ქ. #3ა, ორსართულიანი შენობა #3 საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში

 

 

ვარდი

 

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ლაბორატორია მოსკოვის და რუსეთის ქართველობასთან ერთად, რუსეთის ჭეშმარიტი ინტერესების წარმომადგენლებთან ერთად, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ერთგულ კაცობრიობასთან ერთად, მათთან ერთად, ვინც არ დაუშვებს დროგასული რეჟიმებისა და ფარგლების რესტავრაციას,

მოვუწოდებთ მსოფლიოს ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, წინ აღუდგნენ ვადაგასულ მცდელობებს, ნუ დავუშვებთ ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობებს აფხაზეთში, ცხინვარის რეგიონში, ნუ დავუშვებთ სხვადასხვა სახელსა და ფსევდო-დემოკრატიულ ნიღაბს ამოფარებული საბჭოური თემურ მორჩილებაზე აგებული ვერტიკალის დაბრუნებას, რომელიც პიროვნებათა ნების დამთრგუნველია.

მოვუწოდებთ ფსევდო-სეპარატისტული და სეპარატისტული დაჯგუფებების ლიდერებსა და აქტივისტებს გაიაზრონ ის, თუ საითკენ მიჰყავთ ის ერები, ვის შვილებადაც თავს წარმოაჩენენ.
ნუ დარჩებიან იმ ძალების სამსახურში, ვინაც საფუძვლიანი "ზაჩისტკები" მოუწყო დასავლეთ კავკასიის ხალხებს, ვინც დევნილ ადიღე-ჩერქეზებს გადმოჰყვა ქედის სამხრეთ მხარეზე და ვისაც დღეს სურს ერთ დროს მათ მიერვე დევნილი ხალხების გამოყენებით საქართველო დააქუცმაცოს.
თუ კარგად დავუკვირდებით, სწორედ ქართული კულტურასთან ურთიერთობით შესძლეს საქართველოში მაცხოვრებელმა სხვა ერების წარმომადგენლებმა იმის შენარჩუნება, რაც მათ მამა-პაპას სხვებმა დააკარგვინეს.

მოვუწოდებთ ოპოზიციური დაჯგუფებების მომხრეებს გაიაზრონ ის, თუ რა დაპირებებს იძლევიან პოლიტიკური პარტიები, როგორია მათი მოქმედების გეგმა, ვინ გვპირდება დაშლა-გაუქმება-არაშენებას და ვის არც თუ ისე ნელა, მოზომილად, მიზანმიმართულად მივყავართ ჩვენი საერთო მომავლისაკენ.

ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის მხოლოდ საქართველოსათვის ბრძოლა.
რუსეთის ის ნაწილი, რომელიც "ბოროტების იმპერიის" სულისჩამდგმელი იყო, დღესაც ძალას არ იშურებს საკუთარი პოზიციების დასაბრუნებლად არა მხოლოდ კავკასიაში, რომელიც სამხრეთის მიმართულების გასაღებია, არამედ ხერხებს მიმართავს რათა დასავლეთი აიძულოს უარი თქვას ჰუმანისტური ღირებულებების უნვერსალობაზე.
ავაცილოთ სამყარო ბოლშევიკური წარმართული რევანშიზმის ჩიხს

საქართველო აშენებს წარმატებული, კაცთმოყვარე, კეთილშობილური, მშრომელი ადამიანების
ბედნიერ სამშობლოს.

ჩვენი სულთა კვეთება დღეს აღარ არის განწირულის ამაო მცდელობა და გზა,რომლითაც მივდივართ, მიგვიყვანს სამართლიან მიზანთან - საქართველო იქნება მთლიანი, ცივილიზებული და კეთილი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა, უკეთესი მსოფლიოს ნაწილი.

2008 წლის 25 მაისი, ბადრი ქუთელია, საზოგადოებრივი ლაბორატორია
(განახლებულია 1020 წლის 17 დეკემბერს)

 

 

სივიქლების ვებგვერდი
Hosted by uCoz