sami stumroba

სამი სტუმრობა ერთ დღეში

შარშან ჩვენ ვიყავით საქართველოში.
თბილისში ცხოვრობს ჩემი მეგობარი ნანა. ჩვენ შევედით სახლში და ნანამ თქვა:

- რა მოგართვათ? ცხელ ხაჭაპურს მოგართმევთ, ცხელ ღომს სულუგუნთან ერთად.
შემწვარ ქათამს ტყემალთან ერთად.

მე მომეწონა:
- ძალიან გემრიელია!

მერე ჩვენ წავედით ახლო მეგობარ ემზართან.

მისმა ცოლმა ნინომ თქვა:
- ცხელ ხაჭაპურს მოგართმევთ, სულუგუნთან ერთად, ცხელ ღომს და შემწვარ ქათამს ტყემალთან ერთად.

მე ვუპასუხე:
- გმადლობთ უკვე გეახელით.
- ცოტა მაინც გასინჯე!

მაგიდაზე იყო ხინკალი და წითელი ლობიო.

შემდეგ ჩვენ წავედით სტუმრად მამიდასთან.

- რა მოგართვათ? - მამიდამ მკითხა,
- მიირთვით შემწვარი ქათამი, ცხელი ღომი ახალ ყველთან ერთად.

მე არ შემეძლო მეტი ჭამა, ამიტომ ვუთხარი:
- მე ხორცს არ ვჭამ, დიეტაზე ვარ.

მამიდაჩემი აკეთებს საუკეთესო ბაჟეს საქართველოში, მაგრამ მე მეტი არაფერი არ მინდოდა.

იმ დღეს ვიფიქრე, რომ აღარ შევჭამ არასოდეს.

ნატალია ვასილიევა

2010.02

Hosted by uCoz