zeimi tyeSi

ზეიმი ტყეში

(ზღაპარი)

იყო და არა იყო რა, იყო პატარა აფრიკელი მაიმუნი. მაროკო მისი სამშობლო იყო, მაგრამ ერთ საშინელ დღეს ბოროტმა მონადირეებმა დაიჭირეს პატარა მაიმუნი და მიყიდეს ზოოპარკს ჩრდილოეთის ერთ ქვეყანაში. იქ ბინადრობდა უბედური მაიმუნი გალიაში. მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი იყო და ორი წლის შემდეგ ზოოპარკიდან გაიქცა და ტყესთან ისე ჩქარა მივიდა რომ ვერავინ ის ვერ დაიჭირა.

მაიმუნი დარჩა ტყეში, იმიტომ რომ აფრიკა ძლიერ შორს იყო და მოგზაურობა ძალიან საშიში იყო. პატარას მაიმუნმა ახალმოსახლეობის გადახდა გადაწყვიტა და დაპატიჟა ყველა ნადირი, ფრინველი და თვით პეპელაც, რომელიც იმ ტყეში ბინადრობდა. უარი არავინ არ თქვა. და ერთ მზიან დღეს ყველა სტუმარი ბუს გარდა მოვიდპა ერთ დიდ მდელოზე. ბუს კი დღისით სძინავდა, ამიტომ მან დაიგვიანა.

თავდაპირველად მაიმუნმა და მისმა სტუმრებმა სოკო, თაფლი, თხილი, კენკრა და სხვა ხილი მიირთვეს. სტუმრებმა ბანანიც კი გასინჯეს, რომელიც მაიმუნმა ზოოპარკიდან მოიპარა. დათვს ყველაზე მეტად ბანანი მოეწონა. ბაყაყმა კი ეს უცნაური ხილი არ გასინჯა, იმიტომ რომ შაქრიანი საჭმელი არ უყვარს.

სტუმრებმა დალიეს მაიმუნის, მისი საყვარელი სამშობლოს – მაროკოს, და მისი ახალი საბინადროს სადღეგრძელოები. მათ მიულოცეს მაიმუნს ახალმოსახლეობა და უსურვებს მას ჯანმრთელობა, ბედნიერი ცხოვრება ტყეში, ყოველივე კარგი და ამიერიდგან რომ ფრთხილად იყოს, იმიტომ რომ იმ ტყეშიც ადამიანები ნადირობენ.

მერე მაიმუნმა სთხოვა ჩიტებს რომ ემღერათ და სტუმრები აცეკვა გვიან ღამემდე. დიდხანს ახსოვდათ ტყის ბინადრებს ეს ზეიმი. და პატარა მაიმუნი კი დიდხანს ცხოვრობდა ტყეში და ბევრი მეგობარი ჰყავდა.

სვეტლანა პოლუხინა

2010 02

Hosted by uCoz