ქართული ენის კურსები მოსკოვში ნებისმიერი გაკვეთილი და სავარჯიშო შეგიძლიათ გამოიძახოთ ძირითადი გვერდების მენიუს ამ ბმულიდან: სწავლება/ლიტერატურა
На русском || English

გაკვეთილი პირველი (*

თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა და მათგან 5 ხმოვანია. როგორც ლათინურში - A, E, I, O და U (ლათინურში კიდევ არის ბერძნული ი - Y). იაკობ გოგებაშვილმა, რომელმაც პირველი სახელმძღვანელო შეადგინა ქართული სკოლების დაწყებითი კლასებისათვის, თავისი ”დედა ენა” დაიწყო ქართული ანბანის ორი ასოთი.

ერთი ასოა ””, (a) ანბანის პირველი ასო, რომლის სახელია ”ან” (ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს სახელები, ან სახელები აქვთ ბერძნული და ფინიკიური ანბანების ასოებს). ანი” არქაული ღმერთების პანთეონში ცის ღმერთის სახელი იყო. ზოგი თვლის, რომ ”ანი” მთვარის ღმერთის სახელი იყო.

მეორე ასო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა შესთავაზა პირველკლასელებს, არის ””, (i). მისი სახელის ”ინ”.

პირველი სიტყვა, რომელიც ამ ორმა ასომ შეადგინა, იყო ”აი”, რომელშიც ორი მარცვალია ”ა-ი”. ”აი” ნიშნავს ”ნახე!”, ”შეხედე!”

მეორე სიტყვა, რომელიც ””-მ და ””-მ შეადგინეს, იყო ”ია”,. მასშიც ორი მარცვალია ”ი-ა”. ”ია” ყველაზე მორცხვი ყვავილის სახელია. ”ია” ქალის სახელიცაა.

ამ ორმა ასომ მთელი წინადადება შეგვადგენინა:
აი, ია!

აი, ია! ნიშნავს: ნახე, ია! შეხედე, ია! აგერ, ია!
გვახსოვს, ალბათ, რომ ია ყვავილია, ან გოგოს სახელი.

აი არ უნდა წარმოვთქვათ როგორც [Ai], არამედ როგორც [|].
ეს ერთი სიტყვაა, რომელშიც ორი მარცვალია ა და ი.
ია არ უნდა წარმოვთქვათ როგორც [Ie] ან [iA],
არამედ როგორც [|]

წერითი დავალება:

დაწერეთ და . ქართული ასოები გამართულია და მრგვალი.
დაცალხაზიან რვეულში იწერება ხაზს ზევით.
ასოებს შორის ერთი ასოს ადგილი დატოვეთ.
!ასოების წერა დაიწყეთ ასოს მარცხენა მხრიდან!

ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა_ა_ა

ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი

გაიმეორეთ წერითი დავალება.
გადმოიწერეთ ფაილი "ანბანი პირველკლასელისათვის", რომელიც დაგეხმარებათ სწორად გაიმეოროთ ასოების მოხაზულობა.

ზეპირი დავალება:

სცადეთ დაკვირვებით წაიკითხოთ და ხმამაღლა წარმოთქვათ: ი-ა ია
ა-ი აი
ა-ი

აი
ი-ა ია
ა-ი | ი-ა აი ია
ა-ი, ი-ა! აი, ია!

გადადით ფონეტიკურ სავარჯიშოზე firefox IE ან opera IE64bit-ისათვის,
თუკი თვლით, რომ ეს გჭირდებათ.

გადადით მეორე გაკვეთილზე, თუ თვლით,
რომ ეს გაკვეთილი კარგად აითვისეთ

Hosted by uCoz