ქართულის გაკვეთილები

ქართული ენა რუსეთის ქართველთა კავშირში

ქართველთა კავშირის ქართული ენის შემსწავლელთა წრის ერთ-ერთ მეცადინეობაზე გვეწვია ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი პოეტი ლია ნაროუშვილი. ქალბატონი ლია ლექსების ხუთი კრებულის ავტორია და იგი ნამდვილად არის თანამედროვე ქართული პოეზიის უბრწყინვალესი წარმომადგენელი. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ მისი იბერთა და კოლხთა ენაზე გაჟღერებული პოეზია გულშიჩამწვდომი და ერთნაირად გასაგებია მსმენელთათვის. (თუ პოეზია მუსიკაა, მას უნდა მოუსმინო, მაშინაც კი, როცა მხოლოდ თვალებით კითხულობ). წრის წევრები, ვინც იგებს ქართულ და მეგრულ მეტყველებას და ვინც ვერ ფლობს სათანადოდ ქართულ ენას, ინტერესით უსმენდნენ ქალბატონ ლიას მონათხრობსა და ლექსებს. ჯგუფის "სიჭრელეც" გამოგვადგა. ორმა ახალგაზრდამ წაიკითხა ლექსები, ქართულის ფლობის მაღალი და დაბალი დონის შესაფერისი.

აქ შეგიძლათ ნახოთ მეცადინეობის ფოტოები.

Hosted by uCoz