რევოლუციის მატიანე

ისტორიული ჟურნალი

N4-5 (9-10), 1924, ტფილისი

კ. ცინცაძე, ჩემი მოგონებები (1903-1920), გვ.208-243

კოტე ცინცაძე იგონებს თავისი ვიზიტის შესახებ სმოლნიში 1917 წლის დეკემბერში.

გვ.215-216 <…> [კ. ცინცაძე იგონებს: ჩვენდა საუბედუროდ ჩვენი ორგანიზაცია მენშევიკების ორგანიზაციასთან შედარებით უფრო სუსტი იყო. ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა მენშევიკების, მუსავატებისა და დაშნაკების ბლოკი. მუშების უმრავლესობას მენშევიკების მხარე ეჭირა, იმიტომ რომ მათ შესძლეს მუშათა წინა რიგების მოტყუება ფსევდო სოციალისტური ნიღბით და წაიყვანეს ისინი ანტი-მუშური გზით.]<…>

გვ.217. [კ .ცინცაძე აგრძელებს: ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვება გავიგეთ. მაგრამ ჩვენი სიხარული მწუხარების საბურველში იყო გახვეული, იმიტომ რომ არ შეგვეძლო მხარი დაგვეჭირა და აგვეფრიალებინა ოქტომბრის დროშა ამიერკავკასიაში პეტროგრად-მოსკოვის მშრომელებთან ერთად... ვცადეთ, მაგრამ მოწინააღმდეგის სიმრავლემ დაგვჯაბნა.]

[ბოლშევიკების რეგიონალურმა კომიტეტმა კ. ცინცაძე და კამო პეტროგრადში მიავლინა, სმოლნიში]

გვ.223. [კ. ცინცაძე იგონებს: სმოლნიში სტალინი ოთახში მარტო იყო, როცა მასთან შევედი. დიდი ხნის უნახავები ვიყავით. მცირე ინფორმაციის შემდეგ მე სტალინს გადავეცი ამხანაგ შაუმიანის წერილი ლენინისათვის. ჩვენ ვაპირებდით ლენინთან მისვლას, როცა კარი გაიღო და ილიჩი თვითონ შემოვიდა. სტალინმა მას ჩემი თავი მისთვის ჩვეული ორიგინალური მანერით გააცნო: "გაიცანით, კოტე, - საქართველოს ძველი ექსპროპრიატორ-ტერორისტი." ლენინი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მენშევიკებმა თბილისის არსენალი დაიკავეს. შემდეგ შემოვიდა ამხანაგი კამო. ლენინმა მიმართა სტალინს: მე დაგტოვებთ და თქვენ გააგრძელეთ თქვენი საუბარიო.]

გვ.225. [ლენინი რომ გავიდა, სტალინმა კამომ და მე ვილაპარაკეთ ჩემი და კამოს ჩამოსვლის მიზეზზე. გადავწყვიტეთ დრო აღარ დაგვეკარგა და ორ დღეში უკან გავბრუნებულიყავით. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მილიონი რუბლი (ნიკოლოზის ფულის ნიშნებით). ამას გარდა ჩვენ გამოგვაყოლეს სამხედრო ოფიცერი ამხანაგი შერემეტიევი, რომელიც პირველი დღიდანვე რევოლუციის მხარეს დადგა და რომელსაც სამხედრო ინსტრუქტორის მოვალეობები უნდა შეესრულებინა ამიერკავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში.]

კ. ცინცაძემ და კამომ პეტროგრადი 25-26 დეკემბერს დატოვეს (ძველი სტილით)

გვ.226. [კ. ცინცაძე თავის მოგონებეში აგრძელებს: ვფიქრობდი, ვოცნებობდი, რომ იგივე ხმაური, რევოლუციური აღტყინება, ფუსფუსი, საქმიანობა, თუნდაც ნაკლები მასშტაბით, დაიწყებოდა იქაც, სადაც მივდიოდით. ვოცნებობდი, რომ ჩრდილოეთის რევოლუციურ ციალს სამხრეთის ნათელიც შეუერთდებოდა. დიახ! ეს უნდა მოხდეს. ეს აუცილებელია. განა ამისათვის არ ვბრუნდებით უკან ასეთი გამალებით?]

კ. ცინცაძის ტექსტის ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ დასახელებულ "რევოლუციის მატიანეში". წიგნი ინახებოდა მოსკოვის ლენინის ბიბლიოთეკის საცავში და იგი თბილისი ბიბლიოთეკებშიც იქნება.

 

Hosted by uCoz