NY Meeting
martpale
 

საქართველო იქნება მთლიანი ცივილიზებული
კეთილი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა
უკეთესი მსოფლიოს ნაწილი

 

საზოგადოებრივი ლაბორატორია
2011 წლის 30 იანვარი, კვირა, 14:30

სემინარი ქართული მენტალიტეტის შესახებ

პრობლემა: რუსული ტრანსფორმაცია და საზოგადოებრივი ცნობიერება

შეხვედრების ახალი ციკლი თემაზე:
”ხდება თუ არა მენტალური რევოლუცია”

30 იანვრის სემინარზე განვიხილავთ საკითხს: ”ქართული მენტალიტეტი: ვინ ვართ ქართველები და რაში გვჭირდება ამის ცოდნა”.
მთავარი მომხსენებელი: ლევან ფესვიანიძე, მოსკოვის ქართული სათვისტომო, ბიზნესმენი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი.
გვეყოლება დისკუსანტი და იმედი გვაქვს, რომ სემინარის მონაწილენი გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აი, კიდევ რაზე იქნება საუბარი ბ. ლევან ფესვიანიძის მოხსენებაში:

  1. რა პარამეტრები ახდენენ გავლენას ნაციონალურ მენტალიტეტზე;
  2. რიჩარდ ლუისის ნაციათა სამი ფსიქოტიპი;
  3. ლევ გუმილიოვის პასიონარული თეორია - რა ისტორიულ ეტაპზე არიან დღეს საქართველო და რუსეთი და რატომ არის კონფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის გაურდუვალი;
  4. მენტალიტეტის შესახებ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

ვინაიდან სემინარი ტარდება რუსეთში, ჩვენთვის ეს საკითხი საინტერესოა რუსული ტრანსფორმაციის ფარგლებშიც, რომელიც, რა თქმა უნდა გლობალური ცვლილების ნაწილია. ამავე დროს სემინარი საზოგადოებრივი ლაბორატორიის უფრო ფართო ციკლის ნაწილიცაა - მიმდინარეობს თუ არა ცნობიერების რევოლუციური ცვლილება საქართველოსა და ქართველებში.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, საქართველოში ვარდების რევოლუციის 2 წლის თავზე, საზოგადოებრივმა ლაბორატორიამ მოსკოველ ქართველებს განსახილველად შესთავაზა საკითხი: ”იყო თუ არა რევოლუცია?”. მაშინ შეხვედრის მონაწილეთა პასუხი დადებითი იყო. ხოლო პასუხი გვაინტერესებდა იმიტომ, რომ იმდროინდელი ციკლის თემა იყო ”კითხვებზე პასუხი”.

დღეს პასუხზე უფრო საკუთრივ განსჯა გვაინტერესებს, თუმცა, ბატონი ლევან ფესვიანიძე, რომელიც წაიყვანს სემინარს, ზოგ პრაქტიკულ ამოცანასაც შეეხება.

ეს სემინარი მოსკოვის პოლიკულტურულ ცენტრთან ერთობლივად ტარდება.

თუ ამ თემით დაინტერესებული ხართ, გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:
მოსკოვი, მეტრო ”ბელორუსსკაია”, პრავდის ქუჩა 3ა, მოსკოვის დამატებითი განათლების პოლიკულტურული ცენტრი (საცხოვრებელი კორპუს #3 -ის უკან, სპორტული მოედნის შემდეგ, ეზოს სიღრმეში, ღობეშემოვლებული ორსართულიანი შენობა)

30 იანვარს, დასაწყისი 14:30.

გთხოვთ, თქვენი მონაწილეობის შესახებ წინასწარ დაგვიკავშირდეთ
ტელეფონზე: 8-964-623-3391 ან ელფოსტით civiclab@yandex.ru

ვაპირებთ, რომ 2011 წლის თემატური ციკლის სხვა შეხვედრებზე შევეხოთ
(1) მენტალური ცვლილებების თავისებურებებს ამ ისტორიულ ეტაპზე,
(2) პრობლემას - გარდაიქმნა თუ არა საბჭოთა ”ინტელიგენცია”,
(3) ქართველი ერის წარმოქმნისა და (4) ქართული ”მატრიცის”
ენობრივ ასპექტებს.

ბადრი ქუთელია,
ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ლაბორატორია

 

ვარდი

 

სივიქლების ვებგვერდი
Hosted by uCoz