ძირითადი ტექსტი

ჩვენი ექსპერტები რუსეთში გადმოვიდნენ 1961-2003 წლებში. მათი საქართველოდან ემიგრაციის პიკი 1992-1993 (9-9%%) და 1994-1995 (12-12%%) წლებზე მოდიოდა.

რუსეთის ქართველების ზოგიერთი მახასიათებელი . როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრაში რუსეთის რეგიონების დიასპორების, ასე ვთქვათ, ელიტური, დიასპორების საქმიანობაში აქტიურად ჩართული და ეკონომიკურად დაწინაურებული ნაწილის ზოგიერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გამოკითხვის შედეგებიც პირველ რიგში რუსეთის დიასპორის ამ სეგმენტს ეხება და არა მთლიანად დიასპორას. დიასპორის აქტიური ნაწილის საშუალო შემოსავალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო 20 ათასი რუბლი, რაც 700 აშშ დოლარს აღემატება. მაგრამ დაახლოებით მესამედის ნაწილი 5 ათას რუბლს არ აღემატებოდა, რაც საარსებო მინიმუმის ზღვარზეა. გამოკითხულთა შორის ბევრი იყო “მდიდარი” და ბევრიც “ღარიბი”; ეს დიასპორაში მაღალ საშემოსავლო დიფერენციაციაზე მიუთითებს.

დიასპორის ენები . ძირითადად 1992-2003 წლებში გადმოსულთა შორის ყველაზე გავრცელებული ქართული, შემდეგ მეგრული და ბოლოს რუსული ენები აღმოჩნდა.

შეიმჩნევა ტენდენცია – დიასპორიდან ოჯახისაკენ და უფროსიდან მომავალი თაობისაკენ მცრიდება ქართველურის წილი და მის ხარჯზე მატულობს რუსულისა.

 

Hosted by uCoz