თაფლაკვერი

სიყვარულის დაძალება 2

მეორე მსოფლიო ომისა და რუსეთის მეორე სამამულო ომის დამთავრების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილია რიგი ღონისძიებების ჩატარება. მათ შორის არის პოკლონნაია გორაზე მოსკოვში ქართველ მეომართა ხსოვნის ძეგლისათვის საფუძვლის ჩაყრა, რაზეც ძირითადად ვამახვილებთ ყურადღებას პუბლიკაციაში.

მოსკოვური ხელისუფლების ამ ინიციატივის საბაბი ქუთაისში მემორიალის აღება იყო. მიზეზი კი იყო ის, რომ ამით ქართველებზე ზრუნვის სურვილი ეჩვენებინათ.

ცხინვალის რეგიონში ომის შემდეგ მშვიდობის დაძალების რუსული რიტორიკა 2009 წლის ზაფხულში ბაიდენის თბილისში ვიზიტმა შეანელა და სიყვარულის ტონებში გადაიყვანა. რუსეთთან მეგობრობის (და თუ გნებავთ სიყვარულის სურვილიც) საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პირველივე დღიდან ჰქონდა. მაგრამ სიყვარულისა და მაგობრობის ქართული ფორმატი რუსეთის მესვეურთათვის ალბათ მიუღებელი იყო.

ყირგიზული და უკრაინული მოვლენებისა და კატინის ტრაგედიის გამეორების შემდეგ შემდეგ რუსული სიყვერულის ფორმულამ ეფრო გამოკვეთილი სახე მიიღო: აირჩიეთ ქართველი იანუკოვიჩი ან გაიმეორეთ ბიშკეკი თბილისში. ჩვენი სიყვარულიც აღდგებაო. ანუ, როცა ნოღაიდელი ”ბიშკეკის” გამეორებით იმუქრება, ეს იმის ნიშანია, რომ მას იანუკოვიჩობის იმედი არ აქვს. იოსელიანობა და კიტოვანობა კი თითქოს ძალუძს ზოგ ოპოზიციონერთან ერთად.

ღმერთმა ნუ ჰქნას 1992 წლის გამეორება საქართველოში. ამ ჯერზე არეულობის გარდა გვიპირებენ იმას, რისგანაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2003-2004 წლებში გადაარჩინა საქართველო. რუსეთმა იანუკოვიჩის უკრაინას უკვე შესთავაზა უკრაინის ფედერალური მოწყობა. ანუ...

საკუთრივ სახელმწიფოს ფედერალურ მოწყობაში იმდენი საშიშროება არ არის ნორმალურ გარემო პირებებში. მაგრამ თუ პრორუსული ან რუსული მხარდაჭერის მქონე რეჟიმი მოვიდა საქართველოში, ამას არათუ ფედერალიზმი, არამედ ”პარად სამოოპრედელენიიჰ” მოჰყვება, როგორც რუსული პოლიტიკური ანალიტიკა უკვე შეგვპირდა.

რუსული სიყვარულის გამოვლენის ნაწილია ქართველ მეომართა ძეგლი, თუ ქართველებისათვის თავყანისცემის ადგილის მიზომვა პოკლონნაია გორაზე. პროექტი შეიძლება ასეთი ზოგადი სახით წარმოვიდგინოთ: ჯერ საქართველოს მოდელი პოკლონნაიაზე, შემდეგ საქართველოს ტერიტორია და ერთის მაგივრად თორმეტ ნაწილად დაცალკევებული საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ.

მერაბ მამარდაშვილი, აანალიზებდა რა საბჭოურ სინამდვილეს, კითხულობდა: დავიცვათ თამაშის წესები, რომლებიც სარკისმიღმა ხელისუფალის გადაწყვეტილებით ხშირად იცვლება ხოლმე? მე მგონი, ის რაც საბჭოთა-ნოსტალგია-მოძალებული რუსეთის ქვეშ არის, უბრალოდ იძულებულია რუსულ თამაშში ჩაერთოს.

არის სხვა გზა? ჩანს, ყოველ შემთხვევაში.

მაგრამ ჩვენ ყველას ჯერ ვერ გაგვიაზრებია, რომ დღევანდელი მსოფლიოს პირობებში ჩვენ ჩვენი წესების შეთავაზებაც შეგვიძლია, თუნდაც რუსეთისათვის.

სიკვდილით ვეღარ მგონია დაგვსაჯონ.

ურთიერთობების გამოსწორებას და ჭეშმარიტი სიყვარულის დაძალებას კი გამუდმებული კვერის დაკვრით კი არა, საკუთარი პოზიციის გამოკვეთილად გამოხატვის გზით უფრო შევძლებთ.

ხო, მართლა! 2010 წლის 9 მაისის ზეიმზე ამერიკელებიც დაპატიჟეს, ინგლისელებიც, ფრანგებიც და პოლონელებიც კი, დსთ-ს ქვეყნებიც. საქართველო, ბალტიის სახელმწიფოები და გერმანია - არა.

საქართველო რატომ არ დაპატიჟეს გასაგებია - ნაწყენები არიან ჩვენზე.

გერმანიამ რაღა დაუშავა, გაუგებარია.

თუ დღეს ვუშვებთ, რომ დამარცხებულია ფაშიზმი რუსეთში, განა გერმანიაში არ არის დამარცხებული?

ბადრი ქუთელია

2010 წლის 03 მაისი

ქვემოთ გთავაზობთ ჩვენს რეაქციას ქუთაისის ძეგლის აღებით გამოწვეულ მღელვარებაზე

Hosted by uCoz