roseქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია თემატური შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ციკლი

2004 წლის 24 ივლისს დღის 3 საათზე გაიმართა პირველი შეხვედრა თემაზე:

”იმედის დაბრუნება – ქართული ტრანსფორმაცია საუკუნეთა მიჯნაზე”

ტრანსფორმაციის პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის პირველი შეხვედრა. საზოგადოებაში არსებული შეხედულებების საფუძველზე განვიხილავთ საუკუნეთა მიჯნაზე თავსგადახდენილ პროცესებს

ამჯერად შევეცდებით ’92 წლის ამბების თბილისურ ნაწილს გადავხედოთ დღევანდელი სიტუაციიდან

დღის წესრიგი:

1. საინფორმაციო ცნობა: ქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია;

2. ვიდოე ფილმის ჩვენება ქართულ საზოგადოებაში 1992 წელს მიმდინარე ცვლილებების სიძნელეებზე;

3. ქართული საზოგადოება ძველსა და ახალს შორის: ტრანსფორმაციის წინააღმდეგობები სსრკ დაშლის შემდეგ – განხეთქილება თუ ერთობა

დღეს კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მრავალგვარი აზრის მატარებელმა ქართულმა საზოგადოებრიობამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პოლიტიკური, სოციალური და კულტურული რეალობების პოზიტიურ ცვლილებაში. ნოემბრის მომდევნო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ შეგვწევს ერთიანი მოქმედების უნარი ბოროტების წინააღმდეგ. ერთმანეთის მოსმენის უნარი დაგვეხმარება დღევანდელ გლობალიზებულ პირობებში განვახორციელოთ ის მიზანი, რომელიც საერთოა ყველა ჩვენთაგანისათვის

საზოგადოებრივი ლაბორატორია გეგმავს მომავალი შეხვედრები მიუძღვნას ქართული ცვლილებების პრობლემებს, დემოგრაფიის, გარე მიგრაციის, ქართველი ბავშვების სოციალიზაციისა და გლობალური განახლებით გამოწვეული სოციალურ-კულტურული მოთხოვნების საკითხებს

საზოგადოებრივი ლაბორატორია, ქართული სახლი, არბატის 42, მოსკოვი

დაგვიკავშირდით: ბადრი ქუთელია, გია კაკაბაძე, ვახტანგ სანიკიძე
civiclab@yandex.ru
http://civiclab.narod.ru
© Badri Kutelia
©civiclab 2004
წერილი ცივიკს
Hosted by uCoz