roseქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია თემატური შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ციკლი

2004 წლის დეკემბერი . შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე: ოთხი პოსტსაბჭოური რეჟიმი.

პოსტსაბჭოური სივრცის საქართველოს ნაწილში ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ტრანსფორმაციის შესახებ. ჩვენი აზრით გორბაჩოვისეული ხუთი წელი იყო ყავლგასული იმპერიის არსებობის გახანგრძლივების ცდა. ამდენად მას, მიუხედავად უძრაობის ხანასთან შედარებით პროგრესულობისა , მაინც რეაქციული ხასიათი ჰქონდა. გამსახურდიასეული არასრული ორი წელი იქნებ ნაადრევი, მაგრამ ძალზე აუცილებელი და საბჭოთა სინამდვილისათვის რადიკალური მცდელობა იყო სახალხო, დემოკრატიული გარდაქმნისა. ოცწლეულის ყველაზე ხანგრძლივი შევარდნაძისეული პერიოდი იყო - ეს 12 წელი მართლაც ტოტალური განუკითხაობის რეჟიმი იყო. საქართველოსათვის რეალური გამოსავალი ალბათ 2004 წლის კიდევ ერთი რბილი შემოტრიალების შემდეგ გამოჩნდა. ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, რომ ახალმა მცდელობამ გაუძლოს ჯერ ისევ ძლიერი მეზობელი ავტორიტარული სისტემის დაწოლას. მრგვალ მაგიდაზე ძირითადი იქნება ადამიანის უფლების სტატუსის საკითხი გორბაჩოვიდან სააკაშვილამდე.

ჯ.კვარაცხელია, რ.ფოჩხუა, რ.სალაძე, გ.კაკაბაძე, ბ.ქუთელია

საზოგადოებრივი ლაბორატორია - ქართული დიასპორის სამოქალაქო ჯგუფი ქართული სახლი,

არბატის 42, მოსკოვი

დაგვიკავშირდით:civiclab@yandex.ru; http://civiclab.narod.ru

©civiclab 2004
წერილი ცივიკს
Hosted by uCoz