roseქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია თემატური შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ციკლი

2004 წლის 5 სექტემბერს დღის 3 საათზეგაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

“რუსეთის ინფორმაციული სივრცის ქართული სეგმენტი”

თავიდან განსაზღვრული იყო რუნეტის ქართული სეგმენტის განხილვა. მაგრამ შემდეგ თემით დაინტერესდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც დღეს ინტერნეტ პროდუქტს არ ქმნიან. ამიტომ ავირჩიეთ რუსეთის ინფორმაციული სივრცის ქართული ნაწილი განგვეხილა.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობენ: ვახტანგ სანიკიძე, ბადრი ქუთელია, ლეილა ნაროუშვილი, სანდრო ფაჩულია, ვიტალი წერეთელი, ნუკრი ბაშარული, გოგი პატარაია, შორენა ჯანხოთელი, ჯონი კვარაცხელია

დღის წესრიგი და დისკუსია:

პრობლემის დასმა  –  რუსეთის ინფორმაციულ სივრცეში ქართული სეგმენტი უმნიშვნელოა, თუ გავითვალისწინებთ ინფორნ\მაციის მასობრივ საშუალებებს. შეიძლება ითქვას, რომ არ გამოდის არცერთი სახის პროდუქცია, რომელიც ასე თუ ისე მოიცავს შესაბამის აუდიტორიას. თუმცა ეს არ ეხება ინტერნეტს. მასობრივი ინფორმაცია რუსეთის ინფორმაციულ სივრცეში, რომელიც ქართულ სინამდვილეს ასახავს არც თუ ისე დიდია, და თანაც ტენდენციური. მცირეა იმიტომ, რომ არ სურთ რუსეთის ინფორმაციის მასობრივ საშუალებებს ინფორმაციის მიცემა საქართველოზე (ამას აქვს თავისი მიზეზები). არსებული ინფორმაცია კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია. ცალკე ყურადღების ღირსია ინფორმაციის დადებითი ნაწილი. იმფორმაციული სივრცის მესამე შემადგენელი ნაწილია აუდიტორია. დღეს იგი უნდა გამოიყოს არა როგორც ინფორმაციის მიმღები, არამედ როგორც არსებული ინფორმაციის აქტიური ნაწილი; ფაქტობრივად იგი ინფორმაციის სუბიექტია, ავტორიც კი, და არა მხოლოდ ობიექტი. აუდიტორიის ასეთი ტვისობრივი ცვლილება ტელე და ინტერნეტ კომუნიკაციების გავრცელების მნიშვნელოვანი შედეგია;

მონაწილეთა გამოსვლები –  მსჯელობა პრობლემის ირგვლივ. გამომსვლელთა გამოცდილება  ინფორმაციის სფეროში პროფესიული და სემანტური მოღვაწეობის შესახებ;

ინფორმაციის სფეროში ლაბორატორიის როლის შესახებ –  ინფორმაციის სფეროში საზოგადოებრივი ლაბორატორია შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მას შეიძლება დახმარებისათვის მიმართოს პარტიულმა სტრუქტურამ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი საქმიანობის პრიორიტეტი არც ინფორმაციის და არც სხვა სფეროში. ლაბორატორია მკვეთრად გამოკვეთილი მესამე სექტორის წარმომადგენელია და ვერ დაექვემდებარება ვერც ერთ ოფიციალურ სტრუქტურას.

  საზოგადოებრივი ლაბორატორია, ქართული სახლი, არბატის 42, მოსკოვი

  დაგვიკავშირდით:  civiclab@yandex.ru, ბადრი ქუთელია, ვახტანგ სანიკიძე

საზოგადოებრივი ლაბორატორია, ქართული სახლი

© Badri Kutelia
©civiclab 2004
წერილი ცივიკს
Hosted by uCoz