roseქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია თემატური შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ციკლი

“ვარდების რევოლუციის ფენომენი”

(მიზეზი – დანიშნულება – პერსპექტივები)

ის, რასაც ვარდების რევოლუციას უწოდებენ, მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოსათვის. ადამიანების სწრაფვამ ღირსეული ცხოვრებისაკენ კდევ ერთხელ იჩინა თავი საქართველოში. ნიშანდობლივია, რომ ყოველი სახალხო ”რევოლუცია” უსისხლოდ ხდება ხოლმე – 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება, 1990 წლის დამოუკიდებლობის აღდგენა და 2004 წლის ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაბრუნება, სამთავე საყოველთაო და წესიერი  არჩევნების შედეგად განხორციელდა. ისიც ნიშანდობლივია, რომ არჩევნების შედეგად მოსული ეროვნული (სახალხო) მმართველობის ჩამოგდება მხოლოდ სისხლიანი გადატრიალებებით ხორციელდებოდა – 1921 წლის თებერვლის ბოლშევიზაცია, 1992 წლის პოსტ-საბჭოური ნომენკლატურის დაბრუნება ... ისიც აღსანიშნავია, რომ სისხლიანი გადატრიალებები საქართველოს ხალხის საწინააღმდეგოდ და გარეში ძალის მონაწილეობით ხდებოდა შესაძლებელი.  იყო თუ არა 2003-2004 წლის დემოკრატიული აღორძინების მიზეზი საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა?

1989 წლიდან მოყოლებული სახალხო მოძრაობა საქართველოში განსხვავდებოდა ცარიზმის წინააღმდეგ 1800-იან და 1900-იან წლებში ბრძოლისაგან. 1989 წელს საბჭოურისაგან განთავისუფლებას ცდილობდა საქართველო. მაგრამ ბოლო 150-70 წლის ყოფამ საგრძნობლად შეცვალა მისი მოსახლეობის ცხოვრების წესი. იგი ”სამშობლოს საძოვრად გადაქცევისა” და ”ბუზიანი კატლეტების” ჭამის მეტაფორით შეიძლება გამოისახოს. არის თუ არა 2003-2004 წლის უსისხლო ”გადატრიალების” დანიშნულება ქვეყნის განადგურებისაგან ხსნა და არაკორუმპირებული ცხოვრების დამკვიდრება?

ცვლილება ჩვენგან მოითხოვს მონურ, საბჭოურ და პოსტ-საბჭოურ პერიოდებში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესებისაგან უარის თქმას; შრომით ცხოვრების საშუალებების მოპოვებას და არა ჰაერიდან ფულების კეთებასა და სხვათა მიერ მოწეულის ექსპროპრიაციას. ცივილიზებულ სისტემაში დაბრუნება დღეს ჩვენგან, საქართველოს მოსახლეობისაგან სპეციფიკურ ძალისხმევას თხოულობს – უარის თქმას შეჩვეულ მანკიერებაზე, და ქვეყნის მშენებელი მშრომელი ადამიანის თვისებების ხელახალ შეძენას. მეორეს მხრივ, ბოლო რეჟიმების ”ტრადიცია” ხელს გვიშლის განახლებაში და კვლავ სისხლიანი გადატრიალებებისაკენ გვიბიძგებს. რას გვიქადის მომავალი?

საზოგადოებრივი ლაბორატორია - ქართული დიასპორის სამოქალაქო ჯგუფი

ქართული სახლი, არბატის 42, მოსკოვი

დაგვიკავშირდით:civiclab@yandex.ru; http://civiclab.narod.ru

© Badri Kutelia
©civiclab 2004
წერილი ცივიკს
Hosted by uCoz