roseქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია თემატური შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ციკლი

2004 წლის 7 აგვისტოს დღის 3 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

“დევნილობის მიზეზები და დაბრუნების პირობები”

ეს იქნება საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის პირველი შეხვედრა. ბოლო 12 წლის განმავლობაში სამართლიანობის გამარჯვების იმედს მინდობილი  საზოგადოება ამაოდ ელოდა პრობლემის მოგვარებას. ადამიანები ცდილობდნენ “მოპირდაპირე” მხარესთან საერთო ენის გამონახვას. ეს აქამდე მოხერხდებოდა კიდეც, რომ არა კონფლიქტით დაინტერესულ ძალთა თამაშები.  

დღის წესრიგი:

1. დაბრუნების ადამიანური რესურსი –

       ალექსანდრე მიქაძე, ნიკოლოზ თოდუა;

2. დევნილობის და დაბრუნების გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მიზეზები გუშინ და დღეს –

       გრიგოლ ლეჟავა, რაჯი ფოჩხუა, ბადრი ქუთელია;

3. გლობალური ტრანსფორმაცია და ადამიანთა მიგრაციული ქცევები –

       ვახტანგ სანიკიძე, ბადრი ქუთელია;

4. თავისუფალი დისკუსია

თუ აფხაზეთზე ვილაპარაკებთ, ბოლო 50 წლის მანძილზე შეგნებულად ხდებოდა ტრადიციულად ერთიან მოსახლეობაში შუღლის შეტანა. მიუხედავად ცნობიერებაში ხელოვნურად შეტანილი შუღლის კლიშეებისა, ადამიანები განაგრძობდნენ ნათესაობასა და მეგობრობას, რის აღმოსაფხვრელადაც ომს მიჰმართეს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, კეთილი ურთიერთობის აღსადგენად საომარი დაპირისპირების მოხსნაა.

ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, აფხაზურ-აფხაზური, ოსურ-ოსურ თუ ქართულ-ქართული კონფლიქტი მხოლოდ შედეგია პოსტ-იმპერიულ და ანტი-იმპერიულ პოლიტიკას შორის დაპირისპირებისა. ლტოლვითა დაბრუნებაც იმაზეა დამოკიდებული,თუ როგორ ინერციას შეიძენს ცვლილებები. მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკური ცვლილებები განაპირობებს თუ სად ვიცხოვრებთ. ადრე მკვიდრ ცხოვრებას შეჩვეული საქართველოს მოქალაქე დღეს ცდილობს მობილური გახდეს. თუმცა, მამა-პაპისეული მამული ის ადგილია, სადაც იგი ყოველთვის დაბრუნდება. ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

საზოგადოებრივი ლაბორატორია, ქართული სახლი, არბატის 42, მოსკოვი

civiclab@yandex.ru, ბადრი ქუთელია, ვახტანგ სანიკიძე, გია კაკაბაძე

© Badri Kutelia
©civiclab 2004
წერილი ცივიკს
Hosted by uCoz